ლატვიის პრეზიდენტი - არ შეიძლება ბოროტებასთან კაპიტულაცია, უნდა ებრძოლო და გაიმარჯვო მასზე, რომ ბოროტებამ ასწიოს „თეთრი დროშა“
ლატვიის პრეზიდენტი - არ შეიძლება ბოროტებასთან კაპიტულაცია, უნდა ებრძოლო და გაიმარჯვო მასზე, რომ ბოროტებამ ასწიოს „თეთრი დროშა“

არ შეიძლება ბოროტებასთან კაპიტულაცია, – ასე გამოეხმაურა ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი რომის პაპის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს „თეთრი დროშის“ აღმართვის გამბედაობა.

„უნდა ებრძოლო მას და გაიმარჯვო მასზე, რომ ბოროტებამ ასწიოს „თეთრი დროშა“, – თქვა ლატვიის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომის პაპმა ერთ-ერთ შვეიცარიულ გამოცემას მისცა ინტერვიუ, სადაც თქვა, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს “თეთრი დროშის“ აღმართვის გამბედაობა. ინტერვიუ რეზონანსული გამოდგა, ამიტომ ვატიკანის წარმომადგენლებმა დამატებითი განმარტებები გააკეთეს, რომ პაპი გულისხმობდა შემდეგს – მოლაპარაკებები არასდროს ნიშნავს კაპიტულაციას.