ლატვიის პრემიერ-მინისტრი - რუსეთი უყურებს ნაცრისფერ ზონას, რომ თავს დაესხას ქვეყანას, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ შესაბამისად უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს და ასევე ბალკანეთის შემთხვევაში
ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ფართოვდება, იღებს მეტ წევრ ქვეყანას, რადგან რუსეთი გვაჩვენებს, რომ მეტად აღარ არის ადგილი შუალედური ან ნაცრისფერი ზონისთვის, – ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, კრიშანის კარინშიმ განაცხადა.
ლატვიის პრემიერის თქმით, ნებისმიერი პოტენციური წევრი ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს ყველა სტანდარტს.
„რუსეთი უყურებს ნაცრისფერ ზონას, რომ თავს დაესხას ქვეყანას და ჩვენ უნდა ვუპასუხოთ შესაბამისად უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს და ასევე ბალკანეთის შემთხვევაში. ნებისმიერი პოტენციური წევრი ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს ყველა სტანდარტს და ახორციელებდეს რეფორმებს, ეს უდავოა, მაგრამ ჩვენ უნდა წავახალისოთ ეს და ვიმუშაოთ ამაზე, როგორც ევროკავშირის ამოცანაზე“, – განაცხადა კარინშიმ.