ლატვიის პრემიერი - ჩვენ მივაღწიეთ ისტორიულ გადაწყვეტილებას არა მხოლოდ უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისა და ჩვენი ხალხისთვის
გუშინ ჩვენ მივაღწიეთ ისტორიულ გადაწყვეტილებას არა მხოლოდ უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის, არამედ ასევე ევროკავშირისთვის და ჩვენი ხალხისთვის, – ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ განაცხადა.
„ჩვენ გადავწყვიტეთ უკრაინასთან და მოლდოვასთან წევრობის მოლაპარაკებების დაწყება. საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერ კიდევ არის გარკვეული სამუშაო შესასრულებელი ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის, თუმცა გადაწყვეტილება ასევე იყო ძალიან პოზიტიური მათთვისაც“, – აღნიშნა ევიკა სილინამ.
მისი თქმით, უკრაინის ფინანსური დახმარების საკითხის განხილვას ევროპული საბჭო მომავალი წლის დასაწყისში დაუბრუნდება.
„კარგი ამბავია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ მივიღეთ, მხარს დაუჭერს უკრაინასა და მის ხალხს. ეს არის იმედი მათთვის და ჩვენთვისაც. ეს ნიშნავს, რომ ისინი არ იდგებიან რუსეთის ჩრდილში და იმედი მაქვს, მომავალ წლებში გახდებიან წევრები“, – განაცხადა ევიკა სილინამ.