ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს
ლატვიის პარლამენტის (საეიმას) თავმჯდომარე ინარა მურნიეცე არჩილ თალაკვაძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ ხელახლა არჩევას ულოცავს.
„ნება მომეცით, გადმოგცეთ ჩემი გულთბილი მოლოცვა თქვენი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ ხელახლა არჩევასთან დაკავშირებით. მოუთმენლად ველი ჩვენ პარლამენტებს შორის აქტიური პოლიტიკური დიალოგის განვითარებას. ვაფასებ ლატვიასა და საქართველოს შორის არსებულ მტკიცე მეგობრობას. მჯერა, რომ რეგულარული პარლამენტთაშორისი კონტაქტები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობის წახალისებაში, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე თქვენი სახელმწიფოს წინსვლაში“, – აღნიშნავს ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ინარა მურნიეცე.