ლატვიის ხელისუფლებამ, ბელარუსის საზღვართან არალეგალი მიგრანტების მკვეთრი ზრდის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ლატვიის ხელისუფლებამ, ბელარუსის საზღვართან არალეგალი მიგრანტების მკვეთრი ზრდის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია გოლუბევა „ტვიტერში“ წერს.
„საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია 2021 წლის 11 აგვისტოდან 2021 წლის 10 ნოემბრამდე ლუძაში, კრასლავასა და აუგსდაუგავას რაიონებში ისევე, როგორც დაუგავპილსში“, – ნათქვამია განცხადებაში.
„საზღვრის განმტკიცება დაუყოვნებლივ იწყება“, – წერს გოლუბევა.