ლატვიის ვირსლიგაში (უმაღლესი ლიგა) მე-7 ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა.
ქართველების გუნდი “რიგას ფს”-მა “ლიეპაიას“ ესტუმრა (რომელსაც თამაზ პერტია წვრთნის) და 5:3 დაამარცხა.
ლაშა შერგელაშვილი და ბექა ვაჩიბერაძე “რიგას ფს”-ის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და სწორედ მათი დამსახურებაა, პერტიას გუნდი რომ დამარცხდა.
ვაჩიბერაძემ ჯერ საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო მე-60 წუთზე მეტოქის კარი მეოთხედ აიღო – 22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ეს საჯარიმო დარტყმით მოახერხა.
“ლიეპაიას” კარი 72-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მცველმა, ლაშა შერგელაშვილმაც აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – “რიგას ფს”-მა 5:3 მოიგო.
ამ მოგებით “რიგას ფს”-მა 16 ქულა დააგროვა, კონკურენტ “ლიეპაიას” 2 ქულით გადაასწრო და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დაწინაურდა.