ლატვიაში ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს იზოლაციის გავლა ან კორონავირუსზე ტესტის ჩატარება არ მოუწევთ
ლატვიის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში, თვითიზოლაციის ან კარანტინის გავლა არ მოუწევთ. აღნიშნულ სიაში მყოფი ქვეყნების მოქალაქეებს ასევე არ დასჭირდებათ კორონავირუსზე ტესტის ჩაბარება.
სიაში მოხვდა საქართველოც. გამონაკლისს წარმოადგენენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში სხვა, ე.წ. წითელი ქვეყნიდან შევლენ, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება მაღალ რისკჯგუფს შეესაბამება.