რუსეთის წვრთების გამო, ლატვიამ საჰაერო სივრცის ნაწილი დროებით დახურა
რუსეთის წვრთების გამო, ლატვიამ საჰაერო სივრცის ნაწილი დროებით დახურა

ლატვია რუსეთის მიერ ბალტიის ზღვაში სარაკეტო წვრთნების გამო, შეშფოთებულია.

როგორც ლატვიის ხელისუფლების განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთი ასეთ წვრთნებს საბრძოლო მასალის გამოყენებით ატარებს, რის გამოც ლატვია იძულებული გახდა დროებით დაეხურა კომერციული საჰარეო სივრცე ავიაკომპანიებისთვის.

ორშაბათს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის ბალტიის ფლოტი, რომელიც კალინინგრადშია ბაზირებული, ბალტიის ზღვაში რეგულარული წვრთნების ჩატარებისთვის ემზადება. მათ შორის საუბარი იყო საბრძოლო მასალის გამოყენებაზეც.

აღნიშნულ ნაბიჯს ლატვიის პრემიერ-მინისტრმა მარის კუჩინსკისმა „ძალის დემონსტრირება” უწოდა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის წვრთნების გამო მოსალოდნელი შეფერხებების შესახებ ავიაკომპანიები და საზღვაო სატრანსპორტო კომპანიები შვედეთმაც გააფრთხილა.

რუსეთის სარაკეტო მანევრები ბალტიის ზღვის საჰარეო სივრცეში დღეს დაიწყო და 6 აპრილამდე გაგრძელდება.