ლატვიამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა ბელარუს მაღალჩინოსნებს, მათ შორის ალექსანდრ ლუკაშენკოს, სანქციები დაუწესეს
ლატვიამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა ბელარუს მაღალჩინოსნებს, მათ შორის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს, სანქციები დაუწესეს.
ლიეტუვას და ესტონეთის ე.წ. შავ სიაში 98 გვარი შევიდა, ლატვიის სიაში კი – 101.
სანქციები შეეხოთ მთავრობის მაღალჩინოსნებს, მოსამართლეებსა და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს, რომლებიც არჩევნების გაყალბებასა და მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაში არიან პასუხისმგებელნი.
ბელარუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციები 2020 წლის 31 აგვისტოდან ამოქმედდა და 2025 წლის 30 აგვისტომდე ძალაშია. ანალოგიური სანქციებს დაწესებას ევროკავშირიც განიხილავს, თუმცა გადაწყვეტილებას კვიპროსი ბლოკავს. სანქციების შესახებ ლუკაშენკოს ინაუგურაციის შემდეგ გახდა ცნობილი. დასავლეთის ქვეყნები ბელარუსში აგვისტოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.