ლატვია უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, რომელიც, მათ შორის, ერთი მილიონი ევროს ღირებულების დრონებს მოიცავს
ლატვია, ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, ათ მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინისთვის საბრძოლო მასალების შესაძენად. ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ რიგაში უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, დენის შმიგალთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დახმარების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს ერთი მილიონი ევროს ღირებულების დრონებს.
„დრონები შემოწმებულია, ჩვენმა კოლეგებმა განაცხადეს, რომ ისინი ყველა მოთხოვნას შეესაბამებიან. უკვე ამ თვეში გათვალისწინებულია სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი, კერძოდ, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები, საბრძოლო მასალები და შეიარაღება, რომელიც გაგვაჩნია“, – განაცხადა ლატვიის პრემიერმა.