რიგის „დაუგავა არენაზე“ ერთა ლიგის მეოთხე შესვედრაში საქართელომ ლატვია დაამარცხა და „დ“ დივიზონს პირველი ჯგუფის გამარჯვებული გახდა.
„ჯვაროსნებმა“ ანგარიშის სწრაფად გახსნა მოახერხეს – მე-8 წუთზე ჯაბა კანკავამ შორეული დარტყმით მასპინძელთა კარის ბადე შეარხია. 28-ე წუთზე, ვაკო გვილია გიორგი ჩაკვეტაძის შესანიშნავი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დარჩა, შორეულ კუთხეში გაუტანა და საქართველო 0:2 დააწინაურა.
საქართველოს ნაკრების უპირატესობა 61-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ გაზარდა – 19 წლის ქართველმა მასპინძელთა კარი მესამედ შეარხია და საგოლე გადაცემასთან ერთად, გოლის ავტორიც გახდა- 0:3.
ამ მატჩის მოგებით საქართველოს ნაკრებმა 12 ქულა დააგროვა, დარჩენილ ორ შეხვედრაში ჯგუფში კონკურენტებისათვის მიუწვდომელი გახდა და პირველი ადგილი და ერთა ლიგის „დ“ დივიზიონის ნახევარფინალში გასვლა გაინაღდა.