ლაშა ტაველური ზაგრების „დიდი პრიზის“ გათამაშების ბრინჯაოს მედალოსანია
ჭიდაობა ძიუდოში ზაგრებში მიმდინარე შეჯიბრის დასკვნით დღეს 100 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლაშა ტაველურმა პირველ წრეში დაისვენა და სასტარტო პაექრობა სლოვაკ მატეი ჰაიასის მოუგო.
ლაშა ტაველური ძირითად ბადეს 1/4 ფინალიდან რუს ილიასოვთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა დამამშვიდებელ წრეში 46 წამში ბელარუსი მუკეტე წმინდად დაამარცხა.
ლაშა ტაველურმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელ ელხან მამადოვს 2:41 წამში შებოჭვით სძლია.