ეთერ ლიპარტელიანი ბუდაპეშტის გრანდ სლემზე აღარ იჭიდავებს და ზაგრების გრან პრიზე გამოვა #1TVSPORT
უნგრეთის დედაქალაქი 8-10 ივლისს პრესტიჟულ ტურნირს უმასპინძლებს. ბუდაპეშტის გრანდ სლემისზე საქართველოს ეროვნული ნაკრების 14 წევრი იყო დარეგისტრირებული, მაგარმ ბოლო მომენტში ეთერ ლიპარტელიანი ტურნირიდან მოეხსნა. ქარველი ძიუდოსიტი ზაგრების გრან პრიზე იჭიდავებს, სადაც საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს.
ჩვენი ეროვნული გუნდის შემადგენლობა ბუდაპეშტის გრანდ სლემისთვის:
60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე.
66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი
73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ: გიორგი შერაზადიშვილი, ზაურ დვალაშვილი
90 კგ: ბექა ღვინიაშვილი,ნიკა ხარაზიშვილი
100 კგ: ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე
+100 კგ: გელა ზაალიშვილი
78 კგ: მარიამ ჭანტურია
+78 კგ: სოფიო სომხიშვილი
2022 წლის ბუდაპეშტის გრანდ სლმეზე ყველა ეროვნულ ნაკრებს უძლიერესი შემადგენლობით ელოდებიან. სავარაუდოდ, ტატამზე დაბრუნდება – ტედი რინერიც.