ლაშა ტალახაძე ზუკა ბერძენიშვილს პასუხობს - არ მიაქციოთ ყურადღება უმადურ და გაბოროტებულ ადამიანებს
რეკორდსმენი ძალოსანი ლაშა ტალახაძე „სირცხვილიას“ ერთ-ერთ ორგანიზატორს, ზუკა ბერძენიშვილს სოციალურ ქსელში პასუხობს.
სოციალურ ქსელში ზუკა ბერძენიშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ლაშა ტალახაძის ფოტოს „გულისამრევი“ უწოდა. „ადამიანად თუ არ ვარგიხარ, რა ჯანდაბად მინდა შენი მიღწევები და ჩინ-მედლები“, – წერს ზუკა ბერძენიშვილი.
„ასეთი მაგარი ბიჭი სადმე გადაგეყრება, დედას უტირებ, მერე შენი ბრალია, ძალადობ ან კუნთებზე იყურები. მინდა, მადლობა გითხრათ მეგობრებო გვერდში დგომისთვის. ამასთან ერთად, მინდა გთხოვოთ, რომ არ მიაქციოთ ყურადღება ასეთ უმადურ და გაბოროტებულ ადამიანებს. მათ სურთ, მაგარი ბიჭები გამოჩნდნენ და პიარი გაიკეთონ არაჯანსაღი კრიტიკით“, – წერს ლაშა ტალახაძე „ფეისბუქში“.