ლაშა ტალახაძე - სპორტსმენისთვის გამარჯვების მიღწევის შემდეგ სტიმულის მიმცემია დაფასება, მადლობა გულშემატკივრებს, ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ჩვენი შრომა დააფასა
ლაშა ტალახაძე - სპორტსმენისთვის გამარჯვების მიღწევის შემდეგ სტიმულის მიმცემია დაფასება, მადლობა გულშემატკივრებს, ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ჩვენი შრომა დააფასა

სპორტსმენისთვის გამარჯვების მიღწევის შემდეგ სტიმულის მიმცემია დაფასება, მადლობა გულშემატკივრებს, ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ჩვენი შრომა დააფასა, – ამის შესახებ სპორტსმენმა, ლაშა ტალახაძემ ოლიმპიელების მიღების ცერემონიის შემდეგ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, სპორტსმენისთვის გამარჯვების მიღწევის შემდეგ სტიმულის მიმცემია დაფასება და გულშემატკივრების გამოხატული ემოცია, რომელსაც შეჯიბრის შემდეგ განიცდის სპორტსმენი.

ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ჩვენი შრომა დააფასა და სამომავლოდ, იმედი მაქვს, რომ კიდევ მეტი მედლები გვექნება ოლიმპიურ თამაშებზე“, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონები, რომლებმაც ტოკიოს ოლიმპიადიდან ვერცხლის მედლები ჩამოიტანეს, ჯილდოდ 500 000 ლარს მიიღებენ, ბრინჯაოს მედლის მფლობელების ჯილდო კი, 250 000 ლარი იქნება. ოქროს მედლის მფლობელებისთვის დაწესებული ჯილდო მილიონი ლარია.