საზეიმო აკორდით დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში, რომელიც „ახალი თბილისის“ ფრენბურთის დარბაზში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ასპარეზობის ბოლო დღეს ტურნირში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ჩაერთო და ახალი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა. ატაცში მან 214 კილოგრამი დაძლია, აკვრაში კი – 264, რაც მსოფლიოში საუკეთესო შედეგია.
დღევანდელი დღის სრულ შედეგებს ქვემოთ გთავაზობთ:
105 კგ.
I ირაკლი ჩხეიძე ზუგდიდი ( ოლიმპ ცენტრი)- ატაცი 162.167. აკვრა 198.205.211 ორჭიდი 378
II დავით ხეცურიანი (ქუთაისი) – ატაცი 167. 172. აკვრა 198. 205 ორჭიდი 377
III აკაკი ტალახაძე (საჩხერე) – ატაცი 133. 138. 142. აკვრა 168. 173. 177. ორჭიდი 319