ლაშა ტალახაძე - ბოდიში, რომ ცოტა განერვიულეთ, ასეთი ემოციები არცერთი გამარჯვების შემდეგ არ მიმიღია [ვიდეო] #1TVSPORT
ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია. მესამედ მან ოქრო პარიზში მოიგო. +102 კგ წონაში გამარჯვების შემდეგ მან პირველ არხთან კომენტარი გააკეთა:
„ტრავმებიდან გამომდინარე, ბოლო დროს რთული ვარჯიშები გვქონდა. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მწვრთნელებს და ექიმებს. მადლობა მთავარ მწვრთნელს, გიორგი ასანიძეს, პირად მწვრთნელს, ავთანდილ გახოკიძეს და მამაჩემს, რომელმაც ძალოსნობა შემაყვარა. მადლობა ჩემს ოჯახს, გულშემატკივრებს. ბოდიში, რომ ცოტა განერვიულეთ. ასეთი ემოციები არცერთი გამარჯვებს შემდეგ არ მიმიღია და ჩემთვის ეს ყველაზე მეტად დასაფასებელია“.