ლაშა ტალახაძე - 26 ოქტომბერს ყველა ერთად გავიმარჯვებთ, „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელიც შეინარჩუნებს მშვიდობას და აუცილებლად ვივლით წინ, ევროპისკენ
26 ოქტომბერს ყველა ერთად გავიმარჯვებთ. მჯერა ჩვენი ამომრჩევლის გულისხმიერების, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ლაშა ტალახაძემ განაცხადა.
ტალახაძის თქმით, „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელიც სჭირდება ქვეყანას და რომელიც შეინარჩუნებს საქართველოში მშვიდობას.
„დიდი მადლობა თითოეულ მობრძანებულ მხარდამჭერს. ძალიან ბევრნი ვართ, რაც ძალიან მიხარია. 26 ოქტომბერს ყველა ერთად გავიმარჯვებთ. მჯერა ჩვენი ამომრჩევლის გულისხმიერების. 26 ოქტომბრის არჩევნებს აუცილებლად დავასრულებთ გამარჯვებით, რადგან „ქართული ოცნება“ არის ზუსტად ის ძალა, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომელიც შეინარჩუნებს საქართველოში მშვიდობას, ერთობას და აუცილებლად ვივლით წინ, ევროპისკენ“, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.
„ქართული ოცნება“ დღეს თბილისში საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას გამართავს. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი 19:00 საათზე დაიწყება, რა დროსაც „ქართული ოცნების“ ლიდერები ამომრჩეველს სიტყვით მიმართავენ.