ლაშა პაპაშვილი - ეროვნული ბანკის რეგულაცია ჭარბვალიანობის შემცირებაზე ქვეყანაში ჩრდილოვანი ეკონომიკის წინ წამოწევის საფრთხეს ქმნის
ბიზნესასოციციის ვიცე-პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის მიერ შემოღებული რეგულაცია ჭარბვალიანობის შემცირებასთან დაკავშირებით ქვეყანაში ჩრდილოვანი ეკონომიკის წინ წამოწევის საფრთხეს ქმნის.
როგორც პაპაშვილმა განაცხადა, ახალი რეგულაციების შემოღებით ეროვნული ბანკის სურვილი სავარაუდოდ, მცირეშემოსავლიანი ოჯახებისთვის კრედიტების ათვისების შემცირებაა.
„ჭარბვალიანობის პრობლემაა და ძალიან ძნელად დასარეგულირებელია. საერთაშორისო პრაქტიკა არსებობს და ეს გამოცდილება არა მარტო ჩვენნაირ ქვეყანაში, არამედ უფრო აღმოსავლეთ ევროპის და ძალიან განვითარებულ ქვეყნებშიც კი გადავიდა ჩრდილოვან ეკონომიკაში, ამის საფრთხე აშკარაა. მაგალითად, არის სავაჭრო ცენტრი, რომელიც ტექნიკით ვაჭრობს, მომხმარებელს უნდა მაცივარი, რაღაც მიზეზების გამო, ვერ ყიდულობს. ამის გამო იმპორტი შემცირდება და მომხმარებელიც ვერ იყიდის”, – განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.
2018 წლის 7 მაისიდან კომერციულ ბანკებს მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა ეზღუდებათ.