ლაშა კოხრეიძე - მიხარია, „საბურთალოს“ მოგებაში რომ დავეხმარე
ლაშა კოხრეიძე - მიხარია, „საბურთალოს“ მოგებაში რომ დავეხმარე
ლაშა კოხრეიძე „საბურთალოს“ დუბლშემადგენლობიდან ძირითად გუნდში ახლახანს დააწინაურეს და მან მშვენიერი შედეგიანობა გამოავლინა – 21 წლის თავდამსხმელმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო ორ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა.
 
ახალგაზრდა ფეხბურთელმა განსაკუთრებით კარგად ბოლნისის „სიონთან“ ეროვნული ლიგის ბოლო ტურის შეხვედრა ჩაატარა – „საბურთალომ“ 5:1 მოიგო და სტუმართა გამარჯვებაში დიდი როლი სწორედ კოხრეიძემ ითამაშა, რომელიც სტუმართა კარში გატანილი პირველი ორი გოლის ავტორი იყო.
„მთავარ გუნდში მხოლოდ მეორედ ვითამაშე, ძირითად შემადგენლობაში კი პირველად. მიხარია, ნდობა რომ გავამართლე, დუბლი შევასრულე და გუნდს მოგებაში დავეხმარე. ახლა ყველა თასის ფინალზე გადავერთვებით და იმედი მაქვს, სეზონს ტიტულით დავასრულებთ“ – ამბობს ლაშა კოხრეიძე.