თემურ შალამბერიძე – გოლი ნამდვილად გავიდა, მაგრამ მსაჯებიც ადამიანები არიან

21:22, 18.07.2020

„საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში „ლოკომოტივთან“ ფრედ დასრულებული შეხვედრა შეაფასა და განაცხადა, რომ მეტოქის კარში მთავარმა არბიტრმა ბაკურ გულუამ 100-პროცენტიანი გოლი არ ჩათვალა.

„ძალიან დაძაბული თამაში გამოგვივიდა. პირველი ტაიმი უღიმღამო გამოდგა – ჩემი აზრით, ფეხბურთელებს კვალი ამინდმა დაატყო. მეორე ნახევარში თამაში გამოცოცხლდა და დაძაბულობამ მოიმატა. რაც შეეხება 77-ე წუთზე ლევან კაკუბავას გატანილ გოლს – მატჩის შემდეგ ამ ეპიზოდის ნახვა მოვასწარი და ბურთმა ხაზი ნადვილად გადაკვეთა. მაგრამ რას ვიზამთ, ყველაფერი ხდება და მსაჯებიც ცდებიან“ – ამბობს თემურ შალამბერიძე.

ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში „საბურთალოსა“ და თბილისის „ლოკომოტივის“ შეხვედრა 0:0 დასრულდა. „საბურთალომ“ 77-ე წუთზე გოლი გაიტანა, ლევან კაკუბავას დარტყმულმა ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა, მაგრამ არბიტრმა გოლი არ ჩათვალა, რამაც „საბურთალოს“ პროტესტი გამოიწვია.

მსგავსი