„თელავმა“ „სამტრედიასთან“ ამხანაგური მატჩი მოიგო #1TVSPORT
„თელავმა“ „სამტრედიასთან“ ამხანაგური მატჩი მოიგო #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ მოსამზადებელ ეტაპზე ორი საკონტროლო მატჩი გამართა – გუნდმა პირველი წააგო, მეორეში კი დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.

გია ცეცაძის გუნდმა ტესტ-მატჩი თბილისში „სამტრედიასთან“ გამართა და მეტოქე დიდი ანგარიშით, 5:1 დაამარცხა. ორ-ორი ბურთი ცოტნე კაპანაძემ და ლაშა კოხრეიძემ გაიტანეს, ერთიც ელდარ პარკინაშვილმა შეაგდო.

კაპანაძემ პირველ ტაიმში შეასრულა დუბლი, კოხრეიძემ კი თავი მეორე ნახევარში გამოიჩინა, პარკინაშვილმა კი მატჩის მიწურულს დასვა წერტილი. „სამტრედიიდან“ ერთადერთი გოლი გუნდის ახალწვეულის, ვახტანგ ბოჭორიშვილის ანგარიშზეა.

„თელავმა“ პირველი საკონტროლო მატჩი საგურამოში ექსპერიმენტული შემადგენლობით „ლოკომოტივთან“ გამართა და 1:2 დამარცხდა. ამ მატჩში რუსეთიდან დაბრუნებული ილია ბერიაშვილი და ყოფილი მცველი რაფაელ ჩუკვურა გამოჩდნენ, მაგრამ „თელავი“ მათ ჩაირცხვაზე ჯერ ინფრომაციას არ ავრცელებს.