ერთი კოხრეიძე წავიდა, მეორე დაბრუნდა - „საბურთალომ“ თავდამსხმელი დაიმატა  #1TVSPORT
ერთი კოხრეიძე წავიდა, მეორე დაბრუნდა - „საბურთალომ“ თავდამსხმელი დაიმატა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგას „საბურთალო“ თბილისური დერბით განაახლებს – დღეს, 8 აგვისტოს, 19:00 საათზე, „დინამო არენაზე“ ხვიჩა შუბითიძის გუნდი კახა ცხადაძის „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდება.

ეს იქნება ეროვნული ლიგის 22-ე წუთის ცენტრალური შეხვედრა, რომელშიც „საბურთალოს“ ისევ დაეხმარება თავდამსხმელი კოხრეიძე – მაგრამ ეს არის არა ფრანგულ „გრენობლში“ წელს წასული გიორგი კოხრეიძე, არამედ მისი მოგვარე ლაშა კოხრეიძე.

„ლაშა კოხრეიძე „საბურთალოში“ დაბრუნდა. 22 წლის ფორვარდმა 2020 წლის სეზონი და მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი „თელავში” გაატარა, ახლა კი კვლავ „საბურთალოსთვის“ გაიტანს“, – ინფორმაცია თბილისური კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.

ლაშა კოხრეიძე „საბურთალოს“ აკადემიიდან დუბლშემადგენლობაში გადაიყვანეს, საიდანაც 2019 წლის ბოლოს მთავარ გუნდში დააწინაურეს და ორ შეხვედრაში სამჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის აღება.

დატოვე კომენტარი