ლაშა ხუციშვილმა გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორთან შეხვედრა გამართა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს, რიჩარდ ნეფიუს შეხვდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია, გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის რეგიონული გუნდის ხელმძღვანელი კრის ფრესონკე, აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) დირექტორი სარა რუპერტი და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე (საქართველოში აშშ-ის საელჩო) ალან პერსელი.
ფინანსთა მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს მადლობა გადაუხადა იმ თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უწევს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ბოლო წლებში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე.
მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.