ლაშა ხუციშვილი - უნგრეთის ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ მიმდინარე და სამომავლო პროექტები, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის პროექტი
ლაშა ხუციშვილი - უნგრეთის ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ მიმდინარე და სამომავლო პროექტები, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის პროექტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილს განცხადებით, უნგრელ კოლეგასთან, მიხაი ვარგასთან შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და სამომავლო პროექტები, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის პროექტი.

„სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა უნგრეთის ფინანსთა მინისტრთან. ტრადიციულად, ორ უწყებას ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს. განხილული იქნა მიმდინარე და სამომავლო პროექტები, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიც არის შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის პროექტი. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მთლიანად ჩვენი რეგიონისთვის, აჩენს დამატებით საექსპორტო ბაზარზე წვდომის შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის ენერგოუსაფრთხოების კუთხით გამოწვევების დასაძლევად, რომელიც მას აქვს“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გუშინ ჩამოვიდა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა, სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე და სხვა ოფიციალური პირები.