ლაშა ხუციშვილი საქართველოში მისიით მყოფ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში მისიით მყოფ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამართლიანი ეკონომიკური ზრდის, ფინანსებისა და ინსტიტუტების სფეროში მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი ასად ალამი, მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის მთავარ ეკონომისტი ივაილო იზვორი და მსოფლიო ბანკის წამყვანი ეკონომისტი ლეონარდო იაკოვონე.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისი.
განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და პანდემიის შემდეგ საქართველოს მიერ ეკონომიკური და მმართველობითი რეფორმების განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი, ასევე, სამოქმედო გეგმები.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობას ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების დაფინანსების მიმართულებით.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობა კვლავ აქტიურად გაგრძელდება.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.