ლაშა ხუციშვილი - საქართველო შეუერთდა ევროკომისიის მიერ წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის შემუშავებული მეთოდოლოგიით ეკონომიკური რეფორმების საშუალოვადიანი პროგრამის მომზადების პროცესს
საქართველო პირველად შეუერთდა ევროკომისიის მიერ წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის შემუშავებული მეთოდოლოგიით ეკონომიკური რეფორმების საშუალოვადიანი პროგრამის მომზადების პროცესს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
„ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსიდან გამომდინარე, საქართველო პირველად შეუერთდა ევროკომისიის მიერ წევრობის კანდიდატი ქვეყნებისათვის შემუშავებული მეთოდოლოგიით ეკონომიკური რეფორმების საშუალოვადიანი პროგრამის მომზადების პროცესს და დათქმულ ვადაში, 2024 წლის 15 იანვარს ევროკომისიას წარუდგინა „ეკონომიკური რეფორმების პროგრამა“ 2024-2026 წლისათვის“, – აღნიშნა ხუციშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ხარჯების საშუალოვადიანი დაგეგმვის ინსტრუმენტს კანდიდატი ქვეყნებისათვის და აღნიშნული მიმართულებით მუშაობა 2024 წელსაც გაძლიერდება და მოხდება საჭირო პროცესების სრული ინტეგრირება საბიუჯეტო ციკლის არსებულ კალენდარში.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.