ლაშა ხუციშვილი - მადლობას ვუხდით მსოფლიო ბანკს პანდემიასთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის, ვიმედოვნებთ, თანამშრომლობა კვლავ აქტიურად გაგრძელდება
ლაშა ხუციშვილი - მადლობას ვუხდით მსოფლიო ბანკს პანდემიასთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის, ვიმედოვნებთ, თანამშრომლობა კვლავ აქტიურად გაგრძელდება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ლაშა ხუციშვილმა მსოფლიო ბანკს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან, სებასტიან მოლინეუსთან.

მსოფლიო ბანკის დირექტორს გავაცანით ეკონომიკის ზრდის კუთხით ქვეყანაში არსებული პოზიტიური დინამიკა, ასევე მთავრობის 10-წლიანი გეგმის ფარგლებში დაგეგმილი რეფორმები. მადლობას ვუხდით მსოფლიო ბანკს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით გამოჩენილი მხარდაჭერისთვის და იმედს გამოვთქვამთ, რომ კვლავ აქტიურად გაგრძელდება თანამშრომლობა ქვეყნის ეკონომიკის ყველა სექტორის აღდგენის მიზნით“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.