ლაშა ხუციშვილი - ევროპისა და აზიის შეხვედრის წერტილში მყოფი საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც განუმეორებელ წვდომას იძლევა განვითარებად ბაზრებზე
ევროპისა და აზიის შეხვედრის წერტილში მყოფი საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც განუმეორებელ წვდომას იძლევა განვითარებად ბაზრებზე, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა 2024 წელს ბანკის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძლობა თბილისში. მადლობელი ვარ აზიის განვითარების ბანკის თავდადებული გუნდის მხარდაჭერისთვის ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზების პროცესში, ისევე როგორც ქართული მხარის გუნდს ვუხდი მადლობას. დიდი სიამოვნებით ვხსნი საქართველოს სემინარის დღეს. მოკლედ მოგახსენებთ შესავალ სიტყვას, რათა მეტი დრო დავუთმოთ ჩვენი პანელის მონაწილეებს/ექსპერტებს, რომლებიც დღეს აქ წარადგენენ თავიანთ გამოცდილებასა და შეხედულებებს დარბაზთან გასაზიარებლად.
ევროპისა და აზიის შეხვედრის წერტილში მყოფი საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც განუმეორებელ წვდომას გთავაზობთ განვითარებად ბაზრებზე. დღეს, დილით თემატური დისკუსიები უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს ბევრ ინფორმაციულ და შთამაგონებელ საკითხს, რომლებიც ხაზს უსვამენ მათ გადამწყვეტ როლს გაძლიერებულ კავშირში, აქცენტებით ევროპულ პერსპექტივასა და შუა დერეფნის შესაძლებლობებზე; ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში შექმნილი შესაძლებლობებისა და იმპულსის განხილვა; სასაზღვრო ბაზრების ინტეგრაციის ინსტრუმენტები გლობალურ ფინანსურ სისტემაში, აქცენტებით ადგილობრივი ვალუტის ბაზარზე. ასე რომ, მოუთმენლად ველოდები დღევანდელ დისკუსიას და ყველას გისურვებთ ნაყოფიერ დღეს. იმედი მაქვს, რომ თემატური დისკუსიები ინფორმაციული და საინტერესო იქნება“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.