ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, რეიჩელ ტომპსონს და ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს, ლიზა რაიტს შეხვდა.
შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პარტნიორობის საკითხებზე.
ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოს ფინანსთა მინისტრს მადლობა გადაუხადა წლიური შეხვედრის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.
შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ADB-ის აღმასრულებელ დირექტორებს გააცნო ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება და ბანკის მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობა.
შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით და აღინიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკი კვლავ განაგრძობს ქვეყნის მხარდაჭერას.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.