ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) აღმასრულებელ დირექტორს, ფილიპ როუზს (Philip Rose) შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრას ასევე დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობა.

ყურადღება დაეთმო 2024 წლის მაისში თბილისში ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზაციულ საკითხებს.