ლაშა ხუციშვილი - 9%-იანი ეკონომიკური ზრდით ბიუჯეტი და ეკონომიკა ვერ გაორმაგდება, ოპოზიციური სპექტრიც თანხმდება, რომ „ლელოს“ ინიციატივა და პროგრამა მეექვსე კლასის მათემატიკის ტესტსაც კი ვერ გადის
მგონი, ოპოზიციური სპექტრიც თანხმდება, რომ „ლელოს“ ინიციატივა და პროგრამა ვერ გადის მეექვსე კლასის მათემატიკის ტესტსაც კი, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.
ლაშა ხუციშვილის თქმით, 9%-იანი ეკონომიკური ზრდით ვერც ბიუჯეტი გაორმაგდება და ვერც ეკონომიკა.
„ფინანსთა მინისტრობა არ სჭირდება იმის შეფასებას, რომ 9%-იანი ეკონომიკური ზრდით ვერც ბიუჯეტს და ვერც ეკონომიკას ვერ გააორმაგებ. მგონი, მათ შორის, ოპოზიციური სპექტრიც თანხმდება, რომ აღნიშნული ინიციატივა და პროგრამა ვერ გადის მეექვსე კლასის მათემატიკის ტესტსაც კი. შესაბამისად, ის, რომ 9%-იანი ზრდით, ბუნებრივია, იმ შემთხვევაში, თუ არ გულისხმობენ იმას, რომ ამავე დროს ინფლაცია ოთხი წლის განმავლობაში მუდმივად იქნება ორნიშნა მაჩვენებელი, სხვა შემთხვევაში, ვერც ბიუჯეტი და ვერც ეკონომიკა ნომინალურ გამოხატულებაში, ბუნებრივია, ვერ გაორმაგდება, შესაბამისად, აქ ზედმეტია შეფასების გაკეთება“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.