ლაშა ხუციშვილი - 2022 წლის ბოლოსთვის საქართველოს ეკონომიკის მოცულობა 65 მილიარდ ლარს მიუახლოვდება, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 5 600 დოლარზე მეტი იქნება
ლაშა ხუციშვილი - 2022 წლის ბოლოსთვის საქართველოს ეკონომიკის მოცულობა 65 მილიარდ ლარს მიუახლოვდება, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 5 600 დოლარზე მეტი იქნება

2021-2022 წლების მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, 2022 წლის ბოლოსთვის ჩვენი ეკონომიკის მოცულობა 65 მილიარდ ლარს მიუახლოვდება, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 5 600 დოლარზე მეტი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საქართველოს პარლამენტში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის განხილვისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2022 წელს დაგეგმილია ექვსპროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო 2022-2025 წლების ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 5,5 პროცენტი იქნება.

მისი თქმით, 2022 წლის ბიუჯეტთან ერთად, პარლამენტში წარმოდგენილია ეკონომიკური სცენარების ანალიზის დოკუმენტი, სადაც გაანალიზებულია ის პოტენციური რისკები, რომლებიც დღეს აქვს არამარტო ჩვენს რეგიონს, არამედ გლობალურ ეკონომიკას.