ლაშა ჟვანია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ტოვებს.
როგორც მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან მიმდინარე წლის პირველ მაისს წავა.
მისი თქმით, გადადგომის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მარტში მიმართა.
„მარტში მივმართე ჩემს რჩეულ პრეზიდენტს და მთავარსარდალს – მისი შეხედულებისამებრ, მისთვის ხელსაყრელ დროს გამათავისუფლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან. პრეზიდენტისთვის ხელსაყრელი დრო პირველი მაისია“, – წერს ჟვანია და აცხადებს, რომ მუშაობას საპატრიარქოში გააგრძელებს.
ამასთან, ლაშა ჟვანია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის.
ამ ფოტოზე ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ორი ძვირფასი ადამიანია აღბეჭდილი. შუაში, – ჯვარი გოლგოთაგამოვლილი, ღვთისმშობელი,…
Posted by ლაშა ჟვანია Lasha Zhvania on პარასკევი, 19 აპრილი, 2019