ლაშა ჟვანია - სალომე ზურაბიშვილი საინაუგურაციო სიტყვაზე ორი კვირის განმავლობაში თავად მუშაობდა
ლაშა ჟვანია - სალომე ზურაბიშვილი საინაუგურაციო სიტყვაზე ორი კვირის განმავლობაში თავად მუშაობდა

სალომე ზურაბიშვილი საინაუგურაციო სიტყვაზე ორი კვირის განმავლობაში თავად მუშაობდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

ლაშა ჟვანიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა თავად დაწერა ის სიტყვა, რომელიც მხოლოდ გრამატიკულად და სტილისტურად გასწორდა, გზავნილებთან დაკავშირებით მისთვის რჩევა არავის მიუცია.

ამასთან, ლაშა ჟვანიამ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი სავარაუდოდ, ხვალ მიმართავს პატრიარქს, რათა მან საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვოს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ოფიციალურად შეუდგეს მუშაობას.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი და მისი ადმინისტრაცია ათონელის რეზიდენციაში დაიწყებს მუშაობას, შენობა სრულად მზად კი სავარაუდოდ ორ თვეში იქნება.