ლაშა ჟვანია - მადლობა ღმერთს, უწმინდესი გვყავს და მრავალი წელი გვყავდეს ერის სულიერ წინამძღვრად
მადლობა ღმერთს, უწმინდესი გვყავს და მრავალი წელი გვყავდეს ერის სულიერ წინამძღვრად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ სვეტიცხოველში განაცხადა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 41 წლის შესრულებასთან დაკავშირებით საზეიმო წირვა გაიმართა.
„დღეს ერთადერთი გრძნობა, რაც მაქვს, ეს არის მადლიერება ღვთის წინაშე, რომ უწმინდესი გვყავს და მრავალი წელი გვყავდეს ერის სულიერ წინამძღვრად. დღეს განსაკუთრებით გამახსენდა და ვფიქრობდი იმ ადამიანებზე, რომლებმაც 41 წლის წინ იმჟამინდელი КГБ-ს კორდონი გაარღვიეს და მცხეთაში შემოვიდნენ საქართვლოს პატრიარქის აღსაყდრებაზე დასასწრებად. ეს იყო რწმენით სავსე ჩამოსვლა მცხეთაში და იმედით სავსე ჩამოსვლა, რომელიც აჩვენებდა ადამიანებს, რომ რაღაც ახალი ხდებოდა მთლიანად, საქართვლოს ისტორიაში და ზუსტად ამ იმედებმა გაამართლა“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
საზეიმო წირვას სვეტიცხოველში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრნენ.