ლაშა ჟვანია - ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩაინიშნა დამატებითი რეისი თბილისის მიმართულებით, მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება დამატებით სხვა რეისის ჩანიშვნაც
ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ ისრაელში მყოფი და საქართველოში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის დამატებითი რეისი ჩაინიშნა.
ჟვანიას ინფორმაციით, მოთხოვნასთან ერთად, შესაძლებელი იქნება დამატებით სხვა რეისის ჩანიშვნაც.
„ისრაელში მყოფი და საქართველოში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის 11 ოქტომბერს, 11:40 სთ-ზე ჩაინიშნა „საქართველოს ავიახაზების“ დამატებითი რეისი თბილისის მიმართულებით. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ინტერნეტით. მოთხოვნასთან ერთად, შესაძლებელი იქნება დამატებით სხვა რეისის ჩანიშვნაც. მადლობა ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროს და ჩვენს მეგობარ Miri Regev מירי רגב-ს საქართველოს მთავრობის თხოვნის დროულად დაკმაყოფილებისთვის“, – წერს ჟვანია.