ლაშა ჟვანია - ისრაელსა და საქართველოს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, მუდმივად ზრდა გვაქვს ყველა მიმართულებით, მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს რეგიონული თვალსაზრისით
ისრაელსა და საქართველოს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, მუდმივად ზრდა გვაქვს ყველა მიმართულებით, მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს რეგიონული თვალსაზრისით, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები იზრდება და ჩვენ უკვე მივაღწიეთ იმას, რომ 2024 წლიდან დავიწყებთ მოლაპარაკებას თავისუფალ ვაჭრობაზე, რაც ინვესტიციებს გაზრდის ისრაელიდან საქართველოში, – ამის შესახებ ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლაშა ჟვანიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ისრაელში ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო განვითარდება.
„ყველამ იცით, რომ ტურიზმი არის ერთ-ერთ მწვერვალზე, პიკზე და მომავალში კიდევ უფრო მეტ ისრაელელ სტუმარს ველოდებით საქართველოში. რეგიონულ ჭრილში ისრაელი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა არის და ჩვენც ვართ სანდრო პარტნიორი ისრაელისთვის, ამიტომ პლატფორმა იმისთვის, რომ მჭიდრო გახდეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა, უკვე აშენებულია, მყარი საფუძველი აქვს და მომავალში კიდევ უფრო განვითარდება“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.