ლაშა ჟვანია - 2001 წლის ბრძანებულება ეხება არა ინაუგურაციის ადგილს, არამედ როგორ უნდა მოიქცეს პროტოკოლი
ლაშა ჟვანია - 2001 წლის ბრძანებულება ეხება არა ინაუგურაციის ადგილს, არამედ როგორ უნდა მოიქცეს პროტოკოლი

2001 წლის 27 სექტემბრის ბრძანებულება ეხება არა კონკრეტულ ადგილს, სად უნდა ჩატარდეს ინაუგურაცია, არამედ როგორ უნდა მოიქცეს პროტოკოლი, – ამის შესახებ საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

საუბარია ბრძანებულებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს პრეზიდენტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს გვირგვინით ამკობს ილია ჭავჭავაძის საფლავს. 23 მუხლის 2-ე პუნქტის მიხედვით, პარლამენტის შენობის პრეზიდენტის ფლიგელის ფოიეში საქართველოს პრეზიდენტსა და მისი ოჯახის წევრებს ხვდებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სახელმწიფო მინისტრი, კათოლიკოს პატრიარქი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

„ედუარ შევარდნაძის დროინდელი 386-ე ბრძანებულება, რომელიც ხელმოწერილია 2001 წლის 27 სექტემბერს, ეხება სახელმწიფო პროტოკოლსა და პროტოკოლის ქცევებს კონკრეტულ საკითხებს და არა იმას, თუ რა, სად, როდის უნდა მოხდეს”, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

მისივე თქმით, დღეს შეხვდება მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და ინაუგურაციის დეტალებს განიხილავს.

„ინება თათბირი, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ. რატომ გადაწყდა თელავი, პასუხი საღამოს მექნება“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.