ლაშა დარსალია - სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენი მოქალაქეები უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლდნენ
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საერთაშარისო პარტნიორებთან ერთად დაკავებულთა მალე გასათავისუფლებლად.
„აბსოლუტურად ყველა მექანიზმია ამოქმედებული, შეიძლება ითქვას, რომ უპრეცენდენტო ნაბიჯებს ვდგამთ იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ეს ინციდენტები საკმაოდ მძიმეა. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება, რაც შეიძლება მალე მოხდეს ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლება. პროცესში ჩართულნი არიან, როგორც ჟენევის თანათავმჯდომარეები, ასევე ჩვენი პარტნიორები, საერთაშორისო ორგანიზაციები. მიმდინარეობს მუშაობა, რომ გაიმართოს შემდგომი „IPRM”-ის შეხვედრა, სადაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება ბოლოს მომხდარი ინციდენტები. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ვიდრე პროცესი არ დასრულდება”,- განაცხადა დარსალიამ.
რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს ორი მოქალაქეა დაკავებული. 19 ივლისს, საოკუპაციო რეჟიმმა, 16 ივლისს დაკავებულ საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილს უკანონო პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა.