ლაშა დარსალია - იმედი გვაქვს, ჟენევის მოლაპარაკებებისას ჰუმანიტარულ საკითხებზე შესაძლებელი იქნება გარკვეული პროგრესის მიღწევა
იმედი გვაქვს, ჟენევის მოლაპარაკებებისას ჰუმანიტარულ საკითხებზე შესაძლებელი იქნება გარკვეული პროგრესის მიღწევა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ ჟენევაში განაცხადა, სადაც 12-13 ოქტომბერს მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი იმართება.
დარსალიას თქმით, მას შემდეგ, რაც ენგურის ხიდზე მიმოსვლა აღდგა, ახალგორის მიმართულებაზე მოძრაობის აღდგენა იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი.
„მოგეხსნებათ, უსაფრთხოების საკითხების გარდა, ერთ-ერთი მთავარი და წამყვანი მოლაპარაკებათა დროს ჰუმანიტარული თემატიკაა. ვფიქრობ, არავის ინტერესში არ არის ჰუმანიტარული ვითარების დამძიმება, მისი პოლიტიკური ამოცანებისთვის გამოყენება კი, ცალსახად მიუღებელია მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებისთვის და ასე უნდა იყოს ყველა მონაწილისთვისაც.
ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ჰუმანიტარულ საკითხებზე მაინც იქნება შესაძლებელი გარკვეული პროგრესის მიღწევა. მას შემდეგ, რაც მიმოსვლა ენგურის ხიდზე მაინც აღდგა, ახალგორის მიმართულებაზე მოძრაობის აღდგენა იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი. დღის წესრიგში არის ასევე სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული საკითხები, მაგალითად, ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ადიან დაკავებული. ამაზე მოხდება მნიშვნელოვანი ყურადღების გამახვილება.
ვისაუბრებთ ადგილზე ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, მათ შორის განათლებისა თუ მიმოსვლის კუთხით მნიშვნელოვან პრობლემებზე. მთავრი ამოცანაა, მოხდეს ჰუმანიტარული და პოლიტიკური საკითხების გამიჯვნა, რათა ჰუმანიტარული საკითხები არ გახდეს მძევალი პოლიტიკური მიზნებისა და ამოცანების“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.