ლაშა ჩხარტიშვილი - რეალური კვლევის შედეგად, დარწმუნებული ვარ, დიდი ჰესები გამოიკვეთება, როგორც ჩამორჩენილი ტექნოლოგია
მოთხოვნა არის ელემენტარული, რომ შეჩერდეს რეალურად ჰესის მშენებლობა და ყველაფერი ის, რასაც ეძახიან მოსამზადებელ სამუშაოებს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, ლაშა ჩხარტიშვილმა „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ჰესი არ უნდა აშენდეს.
„გვირაბები გადის, ხე იჩეხება, ნადგურდება უნიკალური ხეობა, ბუნებრივი რესურსები, ადამიანის საცხოვრისი და აქ ლაპარაკს რა აზრი აქვს, თუ ეს ყველაფერი არ გაჩერდა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი იმაზე, რომ რეალური კვლევა განხორციელდეს, რის შედეგადაც დარწმუნებული ვარ, რომ გამოიკვეთება დიდი ჰესები, როგორც ჩამორჩენილი ტექნოლოგია. არ არის მისაღები ქვეყნისთვის და არსებობს ენერგეტიკაში სხვა წყაროებიც მისი მიღების“, – განაცხადა ჩხარტიშვილმა.
აქციის მიმდინარეობა პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს პირველი არხის ვებგვერდზე.