„ლეიბორისტული პარტიის” წევრი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს. როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჩხარტიშვილი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის „ანას ბაღის” მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ჩხარტიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.