ლაშა ჩხარტიშვილი მის დაკავებაში მონაწილე პოლიციელების დასჯას ითხოვს
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი მის დაკავებაში მონაწილე პოლიციელების დასჯას ითხოვს.
როგორც ლაშა ჩხარტიშვილმა პროკურატურაში განაცხადა, კონკრეტულმა პოლიციელებმა უფლებამოსილებას გადააჭარბეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს.
„ივანიშვილის რეჟიმი ნადირობს პოლიტიკურად აქტიურ ადამიანებზე. ჩემთან მიმართებაში პირდაპირ დევნას აქვს ადგილი. უკანონო დავალებისთვის პროკურატურისგან მოვითხოვთ, დაისაჯოს პარტიის მაღალჩინოსანი გოგა მემანიშვილი, ლაშა ყაველაშვილი, მერიის ეს უცნობი უსაფრთხოების თანამშრომელი, ასევე ყველა სხვა პირი, რომელმაც განახორციელა ჩემი უკანონო დაკავება, ფიზიკური ანგარიშსწორება და სხვა ყველა დარღვევა, მათ შორის, თავისუფლების შეზღუდვა“, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.
როგორც ლაშა ჩხარტიშვილმა აღნიშნა, სრულიად უკანონოდ მოხდა მისი დაკავება 3 იანვარს.