ლაშა ბექაური - ვემიჯნები ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს, ვფიქრობ, ჩემს სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი
სრულიად ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს, – ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების ღონისძიების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი.
„ვფიქრობ, ეს ჯილდო არის ჩემი ხალხისგან. აქ ვარ იმიტომ, რომ ჩემთვის პრეზიდენტის ინსტიტუტი ძალიან დასაფასებელია. რაც შეეხება ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, მე სრულიად ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს. ვფიქრობ, ჩემს სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი“, – აღნიშნა ლაშა ბექაურმა.