ლაშა ბაქრაძე - ვფიქრობ, ერეკლე არის „ქართული ოცნებისთვის“ რუსეთთან კარგი ურთიერთობის სიმბოლო და მხოლოდ ამ თვალსაზრისით აინტერესებთ ეს მართლაც დიდი მეფე
ვფიქრობ, ერეკლე არის „ქართული ოცნებისათვის“ რუსეთთან კარგი ურთიერეთობის სიმბოლო და მხოლოდ ამ თვალსაზრისით აინტერესებთ საქართველოს ეს მართლაც დიდი მეფე, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ლაშა ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ლაშა ბაქრაძემ კომენტარი გააკეთა მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, კახეთის გზატკეცილზე აღიმართება ერეკლე მეორის ძეგლი.
„არაფერი არ არის ამაში არასწორი, უბრალოდ, ჩვენ ვხედავთ, რომ წინასაარჩევნო პროპაგანდისტური ტრიუკია, რათა ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილის გული მოიგონ, თორემ არაფერი ამაში არ არის, დგას მშვენივრად თელავში. ვფიქრობ, მართლაც რომ, ერეკლე არის „ქართული ოცნებისთვის“ სიმბოლო რუსეთთან კარგი ურთიერთობის და მხოლოდ ამ თვალსაზრისით აინტერესებთ ეს მართლაც დიდი მეფე საქართველოსი“, – აღნიშნა ლაშა ბაქრაძემ.