ლაშა ბაქრაძე - ჩვენ გვერდით დგანან თინა, თამარი, სოფო, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ და არა, ბოდიში და, იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს
ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ევროპაზე, ვსაუბრობთ მეტ სოციალურ დაცულობაზე, სოციალურ სამართლიანობაზე და ამიტომ არის ჩვენი ლოზუნგი კეთილდღეობა ევროპასთან ერთად ან იზოლაციაში ყოფნა, ამის სრული გარანტია გვაქვს, რომ იზოლაციაში იქნება ეს ხელისუფლება, რადგან არცერთი ნორმალური დასავლური დემოკრატიული სახელმწიფო არ ითანამშრომლებს მასთან, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჯერ არ ყოფილა არჩევანი ასეთი ადვილი, როგორც დღეს არის.
„ან ვირჩევთ სიღატაკეს, სიდუხჭირეს, შიმშილს 41 ნომერთან ერთად, ან 5 ნომერთან და ჭეშმარიტ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გზას, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია დასავლეთისკენ და კეთილდღეობას ევროპასთან ერთად, მეტ სამართლიანობას, მეტ თანასწორობას ადამიანებს შორის. არჩევანი არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, მით უმეტეს, როდესაც შეხედავთ, როგორი ქალები დგანან ჩვენ გვერდით. დღეს თქვენ დაინახეთ ქალბატონი თინა, თამარი, სოფო. აი, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ ჩვენ და არა, ბოდიშით და, იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“, – განაცხადა ბაქრაძემ ვასო გოძიაშვილის პარკში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ლაშა ბაქარაძის სიტყვით გამოსვლას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.