ლარს ლეკე რასმუსენი - დანიამ მხარი დაუჭირა უკრაინის, მოლდოვის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ გეოპოლიტიკური გარემოებები არ ამართლებს რეფორმების გადადებას
ლარს ლეკე რასმუსენი - დანიამ მხარი დაუჭირა უკრაინის, მოლდოვის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ გეოპოლიტიკური გარემოებები არ ამართლებს რეფორმების გადადებას

დანიის მთავრობამ მხარი დაუჭირა უკრაინის, მოლდოვის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ გეოპოლიტიკური გარემოებები არ ამართლებს მმართველობითი რეფორმების გადადებას, – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლეკე რასმუსენმა „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირმა უკრაინის გაწევრიანებისთვის ზღვარი არ უნდა დასწიოს.

მისივე განცხადებით, ბლოკს ემუქრება „არასტაბილურობის იმპორტი“, თუ ის შეამსუბუქებს სტანდარტებს დემოკრატიისა და კორუფციის კუთხით.