ლარს კლინგბეილი - გაფართოება გვჭირდება ძალიან სწრაფად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ქვეყნები დაიწყებენ კავშირების ძებნას ისეთი ტიპის ქვეყნებთან, როგორებიც არიან რუსეთი, ჩინეთი
საკითხი არ ეხება იმას, გვსურს თუ არა გაფართოება, საკითხი დგას ასე, თუ ევროპას ვუყურებთ, როგორც გეოპოლიტიკურ აქტორს, ჩვენ გვჭირდება გაფართოება, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თანათავმჯდომარემ, ლარს კლინგბეილმა განაცხადა.
მისი თქმით, ძლიერი ევროპისთვის გაფართოება საჭიროა.
„გაფართოება გვჭირდება ძალიან სწრაფად და ძალიან მკაფიოები უნდა ვიყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ქვეყნები დაიწყებენ კავშირების ძებნას ისეთი ტიპის ქვეყნებთან, როგორებიც არიან რუსეთი, ჩინეთი. თუ გვინდა ძლიერი ევროპა, გვჭირდება გაფართოება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ გვჭირდება ასევე რეფორმები. აბსოლუტურად მხარს ვუჭერ დიდი უმრავლესობით ხმის მიცემის რეფორმას ევროკავშირში, საიმისოდ, რომ ევროკავშირი იყოს, როგორც პოლიტიკური მოთამაშე. მინდა, დავძინო, გაფართოება უმაღლესი პოლიტიკური საკითხია და ჩვენ ძალიან მკაფიოები უნდა ვიყოთ ამ თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კლინგბეილმა.