ლარს დღეს გამყარების დინამიკა აქვს. თბილისის სავალუტო ჯიხურებში დოლარის გაყიდვის კურსი 2.5 ლარის, ხოლო ყიდვის 2.57-2.59 ლარის ნიშნულზეა.
Bloomberg-ის ტერმინალში კი, დოლარის კურსი 2.55 ლარის ფარგლებშია.
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი 17:00 საათისთვის გამოქვეყნდება, გუშინ დადგენილი კურსით კი, დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6343 ლარი იყო.